TikToK-მა ვიდეოების ყურებაზე დახარჯული დროით YouTube-ს გაუსწრო

4

ანალიტიკური პლატფორმა App Annie, რომელიც აპლიკაციების მონაცემების მონიტორინგს ახორციელებს, აცხადებს, რომ მომხმარებელი აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში TikToK-ის ვიდეოების ყურებაზე უფრო მეტ დროს ხარჯავს, ვიდრე YouTube-ზე. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

თუმცა როგორც ანალიტიკური პლატფორმა იუწყება, ეს არ ნიშნავს, რომ TikToK-ს უფრო მეტი მომხმარებელი ჰყავს, ვიდრე YouTube-ს. App Annie-ს მიხედვით, Google-ის მიერ დაფუძნებულ ვიდეოების პლატფორმას თვეში დაახლოებით 2 მილიარდი მომხმარებელი ჰყავს, ხოლო TikTok-ს – 700 მილიონი.

App Annie-ის ანგარიშის მიხედვით, TikTok-მა YouTube-ს დიდ ბრიტანეთში 2020 წლის ივნისში გაასწრო, ხოლო აშშ-ში გასული წლის მიწურულიდან გახდა ლიდერი.

აღსანიშნავია, რომ TikTok-ი აპლიკაციის გადმოწერის ოდენობითაც ლიდერობს სოციალურ და გასართობ პლატფორმებს შორის, რომელსაც Snapchat-ი მოსდევს. App Annie-ი ანგარიშში აღნიშნულია, რომ აპლიკაციის გადმოტვირთვის რაოდენობა 30%-ით გაიზარდა აშშ-ს ფარგლებს გარეთ გასულ წელთან შედარებით, ხოლო 45%-ით ორი წლის წინანდელ მონაცემებთან შედარებით.

Comments
Loading...