The Wall Street Journal: აშშ-ის ანტირუსულმა სანქციებმა რუსული ეკონომიკის გაუმჯობესება გამოიწვია

54

The Wall Street Journal წერს, რომ აშშ-ის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულმა სანქციებმა უნებლიედ რუსული ეკონომიკის გაუმჯობესება გამოიწვია.

ჟურნალის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კომბინაცია, რომელმაც ეკონომიკური სიტუაცია გააუმჯობესა, მოიცავს ნავთობზე ფასის ზრდასა და რუბლის შესუსტებას.

როგორც გაზეთი წერს, აგვისტოს შუა რიცხვებში ნავთობი თითქმის 14%-ით გაიაფდა, რაც ძირითადად ვაშინგტონის მიერ თეირანის წინააღმდეგ დაწესებულმა სანქციებმა გამოიწვია. ამასთან, რუბლი 17%-ით გაიაფდა აპრილიდან მოყოლებული, როდესაც აშშ-მა რუსეთის წინააღმდეგ მორიგი შეზღუდვები დააწესა. თვეების განმავლობაში რუსეთის ეკონომიკამ სარგებელი ნახა ნავთობის გაზრდილი ფასებისა და რუბლის შესუსტების ფონზე.

„რუსეთ გაცილებით კარგად არის ნავთობზე გაზრდილი ფასებითა და შესუსტებული რუბლით, ვინაიდან საბიუჯეტო პერსპექტივიდან, ეს ორმაგად პოზიტიურია“, – წერს გამოცემა.

Comments
Loading...