The Guardian: 2022 წელს მსოფლიო ეკონომიკის მთავარი რისკები

11

2022 წლის გლობალური ფინანსური სისტემის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად, შესაძლოა, გლობალური ეკონომიკური აღდგენის შენელება, განვითარებულ ქვეყნებში ინფლაციის მაღალი მაჩვენებელი და გეოპოლიტიკური გამწვავება იქცეს. შესაბამის ინფორმაციას გამოცემა The Guardian ავრცელებს.

გამოცემის თანახმად, ნოემბერში სამხრეთ აფრიკაში აღმოჩენილი კორონავირუსის ომიკრონის შტამის ეფექტი უკვე იგრძნობა მსოფლიოს მრავალ ეკონომიკურ სექტორში. ამავდროულად, როგორც ანალიტიკური ცენტრის BCA Research-ის ეკონომისტმა, დავალ ჯოშიმ აღნიშნა, არსებობს შესაძლებლობა, რომ მალე ვირუსის კიდევ უფრო საშიში ვარიანტი გამოჩნდეს, რის შედეგადაც შესაძლოა, ტოტალურ ჩაკეტვას დავუბრუნდეთ.

გლობალური ეკონომიკის ზრდის შემაფერხებელი კიდევ ერთი ფაქტორი შეიძლება იყოს მაღალი ინფლაცია განვითარებულ ქვეყნებში.

მანამდე ინგლისის ბანკმა გააკეთა პროგნოზი, რომ 2022 წლის აპრილისთვის ქვეყანაში ცხოვრების ღირებულება 5%-ით გაიზრდება, რის შემდეგაც ეს მაჩვენებელი კლებას დაიწყებს.

დანიურმა Saxo Bank-მა ასევე განაცხადა, რომ შესაძლოა, შეერთებულ შტატებში მომავალ წელს ინფლაცია დაჩქარდეს და ინდექსის ზრდამ შეიძლება 15%-ს გადააჭარბოს, თუმცა ჯერჯერობით ეს სცენარი არც თუ ისე რეალისტურად გამოიყურება.

გარდა ამისა, გამოცემამ ასევე გაამახვილა ყურადღება “ფინანსური ბაზრების კოლაფსის” შესაძლებლობაზე.

Comments
Loading...