Tesla-ს კვარტალურმა შემოსავალმა 1 მილიარდ აშშ დოლარს პირველად გადააჭარბა

11

ელექტრომობილების მწარმოებელმა კომპანია Tesla-მ 2021 წლის მე-2 კვარტლის შედეგები გამოაქვეყნა. კომპანიის ისტორიაში პირველად, წმინდა მოგებამ 1 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა. ამის შესახებ გამოცემა CNBC წერს.

გამოცემის ცნობით, კომპანიის წმინდა შემოსავალმა (GAAP) 1,14 მილიარდი დოლარი შეადგინა, განაწილებული მოგება თითო აქციაზე – 1,45 დოლარია.

მთლიანი შემოსავალი ელექტრომობილების გაყიდვიდან – 10,21 მილიარდ აშშ დოლარს აღწევს.

ამავე დროს, კომპანიის ბიტკოინის აქტივებმა 23 მილიონი დოლარი იზარალა.

Comments
Loading...