Tesla-ს კერძო კომპანია არ გახდება

50

Tesla-ს СЕО-მ და დამაარსებელმა ილონ მასკმა განაცხადა, რომ ინვესტორებმა იგი დაარწმუნეს იმაში, რომ უარი თქვას Tesla-ს კერძო კომპანიად ქცევაზე. შესაბამისად, კორპორაცია ბაზარზე დარჩება.

Reuters-ი იუწყება, რომ ამის შესახებ კომპანიის დირექტორთა საბჭოს ექვსმა დამოუკიდებელმა წევრმა ისაუბრა.

მათი განცხადების მიხედვით,  23 აგვისტოს, მასკი კომპანიის დირექტორთა საბჭოს წევრებს შეხვდა, რათა მათთვის ეთქვა, რომ გადაწყვიტა, კომპანია დარჩეს სახალხო, რასაც საბჭომ მხარი დაუჭირა.

ამგვარად, ძალისხმევები, რაც კომპანიის კერძოდ ქცევას უკავშირდებოდა, მასკის მხრიდან აღარ ვლინდება.

Comments
Loading...