Tesla-ს ელექტრომობილები დროებით გაითიშა

3

Tesla-ს ელექტრომობილების მფლობელებს, ტექნიკური გაუმართაობის გამო, მანქანებზე წვდომაზე პრობლემა შეექმნათ. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია NBC ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, Tesla-ს მძღოლები ტექნიკური შეფერხების გამო პრეტენზიას სოციალურ ქსელებში გამოხატავდნენ. მათი თქმით, აპლიკაციის გაუმართაობის გამო მანქანებში ჩასხდომის საშუალება არ ჰქონდათ.

თავად კომპანიას ამ საკითხზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. თუმცა, მანამდე, მსგავსი ტიპის პრობლემას კომპანიის დამფუძნებელი ილონ მასკი Twitter-ზე გამოეხმაურა და კლიენტს პრობლემის მოგვარებას დაჰპირდა.

ამჟამად, Downdetector სერვისს, Tesla-ს ელექტრომობილების გაუმართაობის შესახებ 500-ზე მეტი შეტყობინება აქვს მიღებული.

Comments
Loading...