Tesla-ს გაყიდვები 72%-ით გაიზარდა

5

Tesla Corp.-ის ცნობით, მიკროჩიპების გლობალური დეფიციტის მიუხედავად, კომპანიამ 2021 წლის მესამე კვარტალში 241,000-ზე მეტი ელექტრო მანქანა გაყიდა. ამის შესახებ გამოცემა Associated Press წერს.

კომპანიის გაყიდვები შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 72%-ით გაიზარდა. გასულ წელს Tesla-მ 140,000 ელექტრო მანქანა გაყიდა.

ამავდროულად, ანალიტიკოსები ელოდნენ, რომ Tesla მესამე კვარტალში 227 ათას ელექტრომობილს გაყიდის.

საერთო ჯამში, წელს კორპორაციამ დაახლოებით 627 ათასი ელექტრო მანქანა გაიტანა რეალიზაციაზე, რაც უკვე აღემატება გასული წლის მაჩვენებელს – 499 550 ერთეულს.

Comments
Loading...