Tesla-მ 1,5 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების ბიტკოინები შეისყიდა

7

ელექტრომობილების მწარმოებელმა კომპანია Tesla-მ 1.5 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელა ბიტკოინებში, ნათქვამია აშშ-ს ფასიანი ქაღალდების კომისიის (SEC) მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. კომპანიას სურს, რომ ბიტკოინი გადახდის ჩვეულებრივ ფორმად აქციოს.

კომპანიამ განაცხადა, რომ ჯერჯერობით გეგმავს არ მოიშოროს ბიტკოინები. “2021 წლის იანვარში, ჩვენ განვაახლეთ ჩვენი ინვესტიციის წესები, რათა უზრუნველყოს მეტი მოქნილობა სახსრების შემდგომი დივერსიფიკაციისა და მაქსიმალური შემოსავლის მისაღწევად,” – ნათქვამია განცხადებაში. კომპანია აღნიშნავს, რომ ამ წესების თანახმად, მას შეუძლია გარკვეული თანხების ინვესტიცია მოახდინოს ციფრულ აქტივებში.

Tesla-მ შესყიდული ბიტკოინები მოიხსენია, როგორც ერთ-ერთი “რისკი”, რომელიც დაკავშირებულია მის საქმიანობასთან. “ციფრულ აქტივებს შეიძლება შეექმნათ არასტაბილურობა საბაზრო ფასებში”, – აღნიშნავს კომპანია. იგი აღნიშნავს, რომ სიტუაცია შეიძლება არასასურველი აღმოჩნდეს ზუსტად მაშინ, როცა მან შეიძლება კრიპტოვალუტის მოშორება მოინდომოს.

“ციფრული აქტივების გავრცელება შედარებით ახალი ტენდენციაა და ინვესტორების, მომხმარებლებისა და ბიზნესის მიერ მათი გრძელვადიანი მიღების საკითხი არაპროგნოზირებადია”, – ნათქვამია განცხადებაში. Tesla ასევე აღნიშნავს, რომ ამ აქტივების ფიზიკური ფორმის ნაკლებობა, მათი დამოკიდებულება ტექნოლოგიაზე და მათი დეცენტრალიზაცია წარმოადგენს ტექნოლოგიური მოძველების საფრთხეს. ასევე გაუგებარია, რამდენად შეიძლება ციფრული აქტივები ექვემდებარებოდეს სხვადასხვა კანონს და რეგულაციებს.

Tesla-ს მიერ განხორციელებული ინვესტიციის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდგომ, ბიტკოინის ღირებულება რეკორდულ ნიშნულამდე ავიდა. კრიპტოვალუტის ღირებულება 17%-ით გაიზარდა და 44 220 აშშ დოლარი შეადგინა.

Comments
Loading...