Tesla-მ ჩინური ბაზრიდან 14 123 ავტომობილი უკან გაიხმო

26

ელექტრომობილების ამერიკულმა მწარმოებელმა Tesla-მ ჩინური ბაზრიდან 14 123 ავტომობილი, უსაფრთხოების ბალიშების დეფექტის გამო უკან გაიხმო.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, Tesla-მ S მოდელის ავტომობილების უკან გახმობის შესახებ განაცხადა, რომელთა რეალიზაციაც 2014 წლის 4 თებერვლიდან 2016 წლის 9 დეკემბრამდე პერიოდში მოხდა. აღნიშნული მოდელის ელექტრომობილების უსაფრთხოების ბალიშებში მოთავსებულია გაზის გენერატორი, რომელიც 2017 წელს გაკოტრებულმა იაპონურმა კომპანიამ Takata შეიმუშავა. ბალიშები სკდება და მგზავრებსა და ავტომობილის მძღოლს ზიანს აყენებს.

იაპონური კომპანია სწორედ მას მერე გაკოტრდა, რაც უსაფრთხოების ბალიშების დეფექტის შესახებ გახდა ცნობილი, რამაც სიკვდილიანობა გამოიწვია.

კომპანია Tesla ყველა ამ ბალიშს შეცვლის.

Comments
Loading...