Tesla ინდოეთში პირველ ქარხანას ააშენებს

4

ამერიკელი მეწარმის ილონ მასკის საკუთრებაში მყოფი Tesla წელს ინდოეთში პირველი ქარხნის გახსნას გეგმავს.

“Tesla მზადაა ნანატრი დებიუტისთვის ინდოეთში, ხოლო მისმა პირველმა საწარმომ შესაძლოა 2021 წელს დაიწყოს მუშაობა სამხრეთ კარნატაკაში”, – წერს გაზეთი ადგილობრივი ხელისუფლების განცხადების მითითებით.

8 იანვარს ტესლამ დაარეგისტრირა შვილობილი კომპანია Tesla India Motor and Energy Private Limited ბანგალორში, კარნატაკის დედაქალაქში. Tesla იმედოვნებს, რომ მაქსიმალურად გამოიყენებს ელექტრომობილების ბაზარს, რომელიც ინდოეთშია. გაზეთმა განაცხადა, რომ ამერიკულ კომპანიას შეუძლია დააჩქაროს ეს პროცესი, მაშინაც კი, თუ მისი ელექტრომობილები იაფი არ იქნება გადასახადების გამო.

Tesla გეგმავს ხელმისაწვდომი ელექტროძრავის ამოქმედებას ინდოეთში, რომელიც სპეციალურად განვითარებადი ბაზრებისთვისაა შექმნილი. ამ მოდელის ელექტრომანქანებს უკვე აწარმოებს კომპანიის შანხაის ქარხანა.

ამჟამად მასკის ქონება 201 მილიარდ დოლარს აჭარბებს. იგი 7 იანვარს სათავეში ჩაუდგა მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების სიას. მასკის კაპიტალის ზრდის ძირითადი მიზეზი იყო Tesla-ს კაპიტალიზაციის ზრდა. 2020 წლის იანვარში ეს იყო 100 მილიარდ დოლარზე ნაკლები, ახლა კი დაახლოებით 800 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.

Tesla დააარსა მასკმა 2003 წელს. თავდაპირველად, კომპანია სპეციალიზირებული იყო ელექტრომობილების წარმოებაში, მაგრამ მოგვიანებით იგი ასევე ჩაერთო ენერგიის შენახვის სისტემების შექმნაში.

Comments
Loading...