Telegram-მა პოლიტიკა შეცვალა და მომხმარებლის კონფიდენციალური მონაცემების გადაცემაზე დათანხმდა

45

მესინჯერმა Telegram შეცვალა თავისი პოლიტიკა კონფიდენციალობასთან დაკავშირებით და სპეცსამსახურებისთვის მომხმარებლის მონაცემების გადაცემას დათანხმდა.

იმ შემთხვევაში, თუ კომპანია სასამართლო გადაწყვეტილებას მიიღებს, რომელიც დაადასტურებს იმას, რომ მომხმარებელი ტერორიზმშია ეჭვმიტანილი, მაშინ კორპორაცია IP-მისამართსა და აღნიშნული მომხმარებლის ტელეფონის ნომერს მიაწვდის სპეცსამსახურებს.

კომპანიაში აცხადებენ, რომ ჯერჯერობით მსგავსი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. აგრეთვე კომპანიამ შექმნა ცალკე სპეციალური არხი, სადაც ყოველ ნახევარ წელიწადში ერთხელ, გამოქვეყნდება ინფორმაცია მსგავსი შემთხვევების შესახებ.

Comments
Loading...