TBC: თიბისი რაგბის სერიები

334

24 ოქტომბერს, 14:00 საათზე, თიბისი ბანკის სივრცეში (ატენის ქ.2, მე-5 სართული) საქართველოს რაგბის კავშირისა და თიბისი ბანკის ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თიბისი ბანკი ავრცელებს.

ნოემბრის ტესტები წელს თიბისი ბანკის ეგიდით იმართება და 2017 წლის საერთაშორისო ტესტ-სერიას "თიბისი რაგბის სერიები" ერქმევა, რომლის ფარგლებშიც თბილისში ორი მატჩი გაიმართება. 11 ნოემბერს ბორჯღალოსნები კანადის წინააღმდეგ "დინამო არენაზე" 18:00 სთ-ზე  ითამაშებენ. სეზონის ბოლო მატჩს კი ბორჯღალოსნები 25 ნოემბერს აშშ-ს ნაკრების წინააღმდეგ გამართავენ, რომელიც მიხეილ მესხის სტადიონზე 18:00 სთ-ზე გაიმართება. ნოემბერში ბორჯღალოსნები კიდევ ერთ გავსლით მატჩს 18 ნოემბერს უელსის წინააღმდეგ გეგმავენ, თუმცა ეს მატჩი "თიბისი რაგბის სერიები"-ის ნაწილი არ არის.

პრესკონფერენციის არანაკლებ მნიშნელოვანი თემა ტესტ-სერიის ბილეთების გაყიდვის დაწყებაა, რომელიც 25 ოქტომბერს ონლიან რეჟიმში tkt.ge-ს პლატფორმაზე დაიწყება. სალაროებში კი გულშემატკივარი ბილეთების შეძენას სამატჩო დღეებამდე 1 კვირით ადრე შეძლებენ.

Comments
Loading...