Subaru-მ იაპონიაში ავტომობილების წარმოება განაახლა

39

იაპონიის პრეფექტურაში, ავტოკონცერნმა კომპანიამ Subaru, ავტომობილების წარმოება განაახლა. საწარმოს მუშაობა იანვრის შუა პერიოდიდან მოყოლებული, შეჩერებული იყო.

კომპანია აღნიშნავს, რომ ქარხანამ განაახლა მუშაობა, ვინაიდან მიიღო შესაბამისი კონტრზომები მოდელების: Forester, Impreza და Subaru XV საჭის მართვის სისტემაში არსებული ხარვეზების აღმოსაფხვრელად. აგრეთვე აღდგენილია სხვა მოდელების წარმოებაც.

Subaru-მ ავტომობილების წარმოება იაპონიაში მდებარე ქარხანაში 16 იანვრის საღამოს შეაჩერა. ეს კი მას მერე მოხდა, რაც კომპანიამ საჭის მართვის ელექტროგამაძლიერებელში ხარვეზები აღმოაჩინა. როგორც კომპანიაში აცხადებენ, აღნიშნული ხარვეზის გამო არცერთ მეპატრონეს პრობლემა არ შექმნია. კომპანიის საწარმო, რომელიც იაპონიაში მდებარეობს, უმსხვილესია ავტოკონცერნის საწარმოებს შორის, მასზე წარმოების 60% მოდის.

Comments
Loading...