Sputnik-ი უმსხვილეს ჩინურ მედიაკომპანიასთან თანამშრომლობას დაიწყებს

77

საინფორმაციო სააგენტომ და  რადიო Sputnik-მ, აღმოსავლეთ ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, უმსხვილეს ჩინურ მედიაკორპორაციასთან შეთანხმება გააფორმა.

შეთანხმებამ გაამყარა ორ მხარეს შორის შეთანხმება, რომელიც ახალი ამბების გაცვლას, ერთობლივი ინფორმაციული პროექტების განხორციელებას, მშვიდობასა და განვითარებას ითვალისწინებს.

Sputnik-სა და ჩინეთის საერთაშორისო რადიოს, რომელიც ჩინეთის ახლადდაარსებულ მედიაკორპორაციის სტრუქტურაში შედის, თანამშრომლობის ხანგრძლივი ისტორია აქვთ.

ორი ორგანიზაციის ყველაზე მსხვილი პროექტი მობილური მომსახურება "Россия – Китай: главное" გახდა, რომელიც 2017 წლის ივლისში გაეშვა. მომსახურება მედიაპლატფორმას წარმოადგენს, რომელიც რუსეთისა და ჩინეთის შესახებ ახალ ამბებს აერთიანებს.

აპლიკაციაში წარმოდგენილია ფოტოები, ვიდეოები, აუდიოინფორმაცია, სიახლეები, აგრეთვე აქვს ონლაინ თარგმანის ფუნქცია, შოპინგ-რესურსი, ტურისტული სერვისები.

რესურსი მომხმარებლების დიდ წრეზეა გათვლილი და ორიენტირებულია იმაზე, რომ რუსეთის და ჩინეთის მოსახლეობა, თანაბრად იყოს უზრუნველყოფილი საინფორმაციო რესურსებით.

Comments
Loading...