SPAR-ის რიგით 31-ე მარკეტი დღეს ვაჟა-ფშაველაზე გაიხსნა

340

სპარის რიგით 31-ე მარკეტი თბილისში, ვაჟა-ფშაველას ძეგლთან (ვაჟა-ფშაველას №67) გაიხსნა. მაღაზიის გახსნაზე სპარი ერთგულ მომხმარებლებს საკუთარი წარმოების ტორტითა და სანგრიით გაუმასპინძლდა.

დღეიდან საბურთალოს მომხმარებელს უკვე აქვს შესაძლებლობა დააგემოვნოს უგემრიელესი იტალიური პიცა, ფრანგული კრეპი, პურ-ფუნთუშეულობა, ნამცხვრები, ცხელი და ცივი კერძები საბურთალოს სპარის ფილიალში. სპარის საკუთარი წარმოების ხაზი 350-მდე პროდუქტს მოიცავს და ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში პოპულარობით სარგებლობს.

სპარ საქართველო აგრძელებს რეგიონულ განვითარების პროექტს და წლის ბოლომდე საქართველოს მასშტაბით კიდევ 18 მარკეტის გახსნას გეგმავს.

Comments
Loading...