SpaceX-მა, 10 თანამგზავრთან ერთად, რაკეტა Falcon 9 კოსმოსში გაუშვა

96

რაკეტის გაშვება დღეს, კალიფორნიიდან, ვანდენბერგის სამხედრო ბაზიდან განხორციელდა. კორპორაცია, გაშვების პროცესს პირდაპირ ეთერში გადასცემდა.

პირველადი მონაცემები იმაზე მეტყველებს, რომ გაშვება წარმატებით, სირთულეების გარეშე მოხდა. Falcon 9-მ, დაახლოებით ერთ საათში, ორბიტაზე Iridium NEXT-ის 10 თანამგზავრი უნდა გაიყვანოს, რომლებიც მობილურ ოპერატორ კომპანიას Iridium Communications ეკუთვნის.

მთლიანობაში, Iridium-თან თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში, ორბიტაზე 75 თანამგზავრის გაყვანა უნდა მოხდეს. აღნიშნული გაშვება, რიგით მეშვიდეა.

Comments
Loading...