ამერიკულმა კომპანიამ SpaceX 15 ნოემბერს რაკეტამზიდის Falcon 9 გაშვება განახორციელა, რომლის მეშვეობითაც კოსმოსში ყატარული თანამგზავრი Es’hail-2 გაუშვეს.
ეს, მიმდინარე წლის განმავლობაში, ილონ მასკის კომპანიისთვის რიგით მე-18 გაშვებაა. ამგვარად, SpaceX-მა, კოსმოსში რაკეტის გაშვების თვალსაზრისით გასული წლის თავისივე მაჩვენებელი გაიმეორა.
Falcon 9 ფლორიდის კოსმოსური სადგურიდან გაუშვეს. მას მერე, რაც რაკეტამ თანამგზავრი ორბიტაზე გაიყვანა, კომპანიის სპეციალისტებმა Falcon 9-ის დაშვების პირველი ნაწილი წარმატებით განახორციელა. იგი ატლანტიკის ოკეანის პლატფორმაზე დაუშვეს.
მიმდინარე წლის ოქტომბერში კომპანიამ SpaceX, რაკეტამზიდი Falcon 9 წარმატებით გაუშვა, რომელმაც არგენტინული თანამგზავრი SAOCOM-1A გაიყვანა ორბიტაზე. აღნიშნული გაშვება კალიფორნიის ბაზიდან განხორციელდა.