SpaceX-მა კოსმოსური ხომალდის რაკეტის ახალი ძრავა გამოსცადა

39

ილონ მასკი თავის ტვიტერზე წერს, რომ შედგა რაკეტის ძრავა Rapto-ის პირველი გამოცდა. აღნიშნული მოწყობილობა კი კოსმოსური ხომალდ Starship-ის არის განკუთვნილი. მასკი აგრეთვე მადლობას უხდის SpaceX-ის გუნდს.

ილონ მასკი აქვეყნებს ვიდეოს, რომელზეც ჩანს, თუ როგორ გამოდის მილიდან ცეცხლი. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, გამოცდა ტექსასის ქარხანაში შედგა.

ძრავაზე Raptor კომპანია რამდენიმე წელიწადია, რაც მუშაობს. გასული წლის დეკემბერს კი მასკმა განაცხადა, რომ გაჩნდა მისი ახალი ვერსია, რომლის დიზაინიც სრულიად განსხვავებული და ახალია. ამასთან, ბიზნესმენი იმედს გამოთქვამდა, რომ ამ მოწყობილობის შემუშავება მთვარეზე გაფრენის თარიღს მოაახლოვებდა. მასკი მიიჩნევს, რომ მსგავსი მოგზაურობა შესაძლებელი იქნება 2023 წელს, ხოლო იაპონელმა მილიარდერმა იუსაკუ მაეზავამ მთვარეზე გასაფრენი ბილეთი უკვე შეიძინა.

სამომავლოდ, მასკი გეგმავს, მიაღწიოს მარსამდე, სადაც შესაძლებელი იქნება თავშესაფრის აშენება გლობალური ომის დაწყების შემთხვევაში. ამასთან, მასკი აცხადებს, რომ მსგავსი მოგზაურობა ძალიან დიდ რისკთან არის დაკავშირებული და დიდი ალბათობით შედეგი სიკვდილი იქნება.

Comments
Loading...