SPACEHALL-ში FUNKY DL-ის კონცერტი გაიმართება

391

28 აპრილს, მულტიფუნქციური საკონცერტო დარბაზი  SPACEHALL და  BLOK 9  წარმოგიდგენთ ბრიტანული ჰიპ-ჰოპ სცენის პიონერს, ლეიბლ WASHINGTON CLASSICS-ის სულისჩმადგმელს – FUNKY DL.

ცნობილმა ბრიტანელმა პროდიუსერმა სახელი კლასიკური ჯაზისა და ჰიპ-ჰოპის შერწყმით გაითქვა. მას ათეულობით მუსიკალური ალბომის ჩანაწერი ეკუთვნის, რომლის პროდიუსერიც თავად გახლავთ. მის კარიერაში ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა კი იაპონელ პროდიუსერ NUJABES-თან თანამშრომლობა წარმოადგენს, ვისთან ერთადაც არაერთი ცნობილი ნამუშევარი შექმნა.

FUNKY DL ასევე მუშაობს ისეთი ცნობილი მუსიკოსების ნამუშევრების რემიქსებზე, როგორებიც არიან: STEVIE WONDER, NAS, AMY WINEHOUSE. მუსიკოსმა ბოლო ალბომი, „AUTONOMY:THE 4TH QUARTER 2” 2016 წელს გამოუშვა.

FUNKY DL-თან ერთად სცენას დაიკავებენ ადგილობრივი ჰიპ-ჰოპ არტისტები: ქართული სცენის ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი ჯგუფი MOKU MOKU, რომლის მუსიკაც ექსპერიმენტული ჰიპ-ჰოპის გარდა ფანქს და ინდუსტრიულ მუსიკას აერთიანებს. ასევე, გამორჩეული ქართული ჰიპ-ჰოპ პროექტი  – გიორგი ზურაბიშვილი & MC CUTKILL და 90-იანების ამერიკულ ჰიპ-ჰოპ ჟღერადობაზე ორიენტირებული არტისტი – ლაშა ბაბუაძე.

BLOK9 ჰიპ-ჰოპ კონცერტების სერიაა, რომელიც მიზნად ისახავს ჰიპ-ჰოპ არტისტებისთვის სცენის დათმობას და ადგილობრივი სცენის მხარდაჭერას.

დასაწყისი: 21:00

საკონცერტო დარბაზი SPACEHALL 29 აპრილს იტალიურ ტრიოს, AGENTS OF TIME უმასპინძლებს. 2013 წელს დაარსებულ ჰაუსისა და ემბიენთის ჟანრში მოღვაწე პროექტს აღიარება საინტერესო ვიზუალურმა კონცეფციამ და ჟღერადობამ მოუტანა. მათთან ერთად დაუკრავს ადგილობრივი არტისტი – TADE, რომლის ნამუშევრები გამოდის, ისეთ ლეიბლებზე როგორიც არის: კანადური DASH DEEP RECORDS და UNDERYOURSKIN RECORDS.

დასაწყისი: 23:00

ონლაინ ბილეთები: 

WWW.SPACEHALL.COM

Comments
Loading...