Sinovac-ის 100 000 დოზა საქართველოში ხვალ საღამოს ჩამოვა

3

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ხვალ 29 აპრილს საქართველოში ჩინური წარმოების Sinovac-ის 100 000 დოზა შემოვა. ამის შესახებ მან NCDC-ის ფეისბუქგვერდზე პირდაპირი ჩართვისას სოციალურ ქსელში ხშირად დასმული შეკითხვების საპასუხოდ განაცხადა.

„ხვალ საღამოს შემოდის ჩინური წარმოების მეორე ვაქცინა Sinovac-ის 100 000 დოზა, რომელიც საერთაშორისო მასშტაბით გამოიყენება. Sinopharm-ითა და Sinovac-ით ჩინეთსა და მის გარეთ უკვე 240 მლნ ადამიანია აცრილი.

Sinovac, რომელიც შემოვა ორჯერადი ინექციისთვის არის განკუთვნილი ანუ 50 000 ადამიანი ორჯერადად აიცრება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, ქვეყანა 30 აპრილს AstraZeneca-ს დადასტურებულ 43 000 დოზას მიიღებს, ხოლო მაისის მეორე ნახევარში კიდევ 43 000 დოზა ჩამოვა.

“გარდა ამისა, ივნისში დამატებით 250 000 დოზა Sinopharm-ის შეძენას ვცდილობთ და მიმდინარეობს მოლაპარაკება და ვადების დაზუსტება Pfizer-ის დამატებითი დოზების შემოტანაზე“, – განაცხადა NCDC-ის ხელმძღვანელმა.

Comments
Loading...