SilkTV-ი მომხმარებლებს ინგლისის, იტალიის, ესპანეთისა და საფრანგეთის ჩემპიონატებს ერთიან პაკეტში სთავაზობს

422

სილქნეტი  Silk Sport HD არხების საშუალებით რამდენიმე წელია ტელემაყურებელს სპორტული ღონისძიებების მონაწილედ აქცევს.

თემატური პაკეტი SilkSport, რომელიც  Silk TV-ის სპორტულ კონტენტს წარმოადგენს, სრულად აწვდის გულშემატკივარს ყველა მნიშვნელოვან სპორტულ ღონისძიებას HD ხარისხით. ტვ-სერვისის ინტერაქტიულობა დამატებით კომფორტს უქმნის მაყურებელს.  ერთდროულად სხვადასხვა არხზე გასული სპორტული მოვლენების თვალის მიდევნება  შესაძლებელი ხდება გადახვევის და დაპაუზების ფუნქციის გამოყენებით.

სილქნეტის სპორტული არხებზე (Silk სპორტი HD 1, Silk სპორტი HD 2, Silk სპორტი HD 3 და სილქ უნივერსალი) ინგლისის პრემიერ ლიგა, ესპანეთის ლა ლიგა და მსოფლიოს სხვა წამყვანი ჩემპიონატები ქართულ ენაზე უკვე რამდენიმე წელია შუქდება. სასიამოვნო სიახლე ელის გულშემატკივარს – ამავე თემატურ პაკეტს SilkSport-ს  17 აგვისტოდან, Setanta Georgia და Setanta Georgia+ ემატება. ამ არხებით  სილქ ტვ-ის სპორტულ პაკეტში ხელმისაწვდომი ხდება იტალიის სერია A, ბუნდესლიგა, ფორმულა 1 და სხვა რეიტინგული სპორტული ღონისძიებები.

თემატური SilkSport პაკეტი მსურველმა შეიძლება დაიმატოს პულტის მეშვეობით, ან ცხელი ხაზის 2100-100 -ის დახმარებით.  

ასევე, სილქნეტი თავაზობს ნებისმიერი ქსელის მომხმარებელს ანდროიდის ან სმარტფონის მოწყობილობებზე აპლიკაციების ჩამოტვირთვას და იგივე სატელევიზიო მომსახურების მიღებას, როგორც SilkTV-ია: https://play.google.com/store/apps/details?id=com.qarva.ottplayer&hl=en; https://itunes.apple.com/US/app/id911759740

Comments
Loading...