Rolls-Royce-ის ელექტრომობილები ბაზარზე მომდევნო ათწლეულის განმავლობაში გამოჩნდება

36

Rolls-Royce Motor Cars-მა განაცხადა, რომ არ შეიმუშავებს ჰიბრიდულ ძრავაზე მომუშავე ავტომობილებს და ამის ნაცვლად, პირდაპირ ელექტრომობილების წარმოებაზე გადავა. ამის შესახებ ავტომობილების მწარმოებელი კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ტორსტენ მიულერ-ოტვოსმა Bloomberg-თან ინტერვიუში განაცხადა.

“Rolls-Royce ელექტრო-მომავალი აქვს. ჩვენ არ დაგვიგეგმავს, რომ ჯერ ეს გამოვიდოდა და შემდეგ ის, მაგრამ რაც იქნება, ეს სრულიად ელექტრო-ავტომობილი იქნება. ჩვენ არ გამოვუშვებთ ჰიბრიდებს, ან რაიმე მსგავსს”, – აცხადებს ტორსტენი.

ელექტრო Rolls-Royce-ბის ბაზარზე გამოჩენის სავარაუდო ვადების შესახებ საუბრისას, ტორსტენი მომდევნო ათწლეულს ასახელებს.

ავტომობილების მწარმოებელი ბრიტანული კომპანია Rolls-Royce Motor Cars გერმანული კონცერნ BMW AG-ის ქვეგანყოფილებას წარმოადგენს. თავად გერმანული კომპანია კი საკუთარ ელექტრომობილ iNext-ს 2021 წელს წარადგენს.

Comments
Loading...