RMG Gold-ის სალიცენზიო ტერიტორიიდან გაზსადენის მონაკვეთის გადატანის შესახებ განხილვა გაიმართა

263

დმანისის მუნიციპალიტეტში, კომპანია RMG Gold-ის სალიცენზიო ტერიტორიიდან  წითელი ხიდის-წალკა-ალასტანის მაგისტრალური გაზსადენის მონაკვეთის გადატანის შესახებ გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა გაიმართა.

საუბარია, წითელი ხიდის-წალკა-ალასტანის მაგისტრალური გაზსადენის 73-ე 75-ე კილომეტრის მონაკვეთზე, რომელიც  RMG Gold-ის სალიცენზიო ტერიტორიაზეა განთავსებული. კომპანიის საოპერაციო სამუშაოების საჭიროებიდან  და გაზსადენის უსაფრთხოებიდან გამომდინარე საჭირო გახდა გაზსადენის აღნიშნული მონაკვეთის გადატანა უსაფრთხო მანძილზე.

კომპანიამ ჩაატარა საპროექტო კვლევები, დაიგეგმა სამუშაოების განხორციელების და გარემოზე ზემოქმედების შემარბილებელი ღონისძიებები.

საჯარო განხილვას ესწრებოდა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები და ადგილობრივი მოსახლეობა.

Comments
Loading...