RMG-ს წარმომადგენელი კაზრეთში შეზღუდული შესასძლებლობების მქონე ბავშვთა დღის ცენტრი გაიხსნას დაესწრო

270

კომპანია RMG-ს წარმომადგენელი დაბა კაზრეთის N1 საჯარო სკოლაში შეზღუდული შესასძლებლობების მქონე ბავშვთა დღის ცენტრი გაიხსნას დაესწრო.

როგორც "კვირას" კომპანიიდან აცნობეს, დღის ცენტრი 6-18 წლამდე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებსა და მათ მშობლებს სთავაზობს მულტიდისციპლინარულ მიდგომას და მაღალი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტების მომსახურებას.

გახსნის ცერემონიას დაესწრო კომპანია RMG-ის კორპორაციული დირექტორის მოადგილე ამირან ქართველიშვილი. ის კომპანიის სახელით მიესალმა ამ ინიცატივას და აღნიშნა, რომ კომპანია მხარს უჭერს ინკლუზიორი განათლების შემოტანას და ამ მეთოთოლოგიების დანერგვას. კომპანია საკუთარი სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის ფარგლებში, დიდ დახმარებას უწევს ადგილობრივ რეგიონში არსებულ სკოლებსა და ბაღებს.

Comments
Loading...