Renault-Nissan-Mitsubishi-ს დაპატიმრებული ხელმძღვანელი პენსიისთვის 71 მილიონ აშშ დოლარს ინახავდა

37

ალიანს Renault – Nissan – Mitsubishi-ს დაპატიმრებული ხელმძღვანელი კარლოს გონი, პენსიაზე გასვლის შემდეგ 8 მილიარდი იენის (71 მილიონი აშშ დოლარი) მიღებას აპირებდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2010 წლამდე გონი ყოველწლიური პრემიის სახით 2 მილიარდ იენს (18 მილიონ აშშ დოლარს) იღებდა. 2010 წელს კი, მაღალი შემოსავლის დეკლარირება სავალდებულო გახდა და მაშინ მან, იმის გამო, რომ კრიტიკის შეეშინდა, დეკლარაციაში მხოლოდ აღნიშნული თანხის ნახევარს უთითებდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იგი ყოველ ჯერზე გადადებდა ხოლმე 1 მილიარდ იენს (დაახლოებით 9 მილიონი აშშ დოლარი), რათა შემდეგ ეს დაგროვილი თანხა პენსიაზე გასვლის შემდეგ მიეღო. კანონის თანახმად, კი პენსიაც უნდა იქნეს მითითებული დეკლარაციაში მას მერე, რაც მისი მოცულობა ცნობილი გახდება.

გონი 19 ნოემბერს დააკავეს. გამოძიების ფარგლებში, რომელსაც Nissan-ი მის წინააღმდეგ რამდენიმე თვის განმავლობაში ახორციელებდა, გაირკვა, რომ ბევრი წლის განმავლობაში გონი, სავაჭრო ბირჟის მონაცემების შეტანისას, გაცილებით მცირე ციფრებს უთითებდა შემოსავლებში. 22 ნოემბერს კი იგი მოხსნეს Nissan-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობიდან, თუმცა იგი ჯერ კიდევ არის Renault – Nissan – Mitsubishi-ს ალიანსის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე. იგი აგრეთვე ინარჩუნებს ფრანგული Renault-ის გენერალური დირექტორის პოსტს, თუმცა კომპანიის დირექტორთა საბჭომ მის მოადგილედ ტიერი ბოლლორე დანიშნეს და მას იგივე უფლებები მიანიჭეს.

Comments
Loading...