PwC-ის პირველი ქართველი პარტნიორი ჰყავს

388

2017 წლის 1 ივლისიდან ლაშა ჯანელიძე გამოცხადდა პროფესიული მომსახურების ფირმა PwC საქართველოს (ფრაისვოთერჰაუსკუპერსი) აუდიტის პარტნიორად.

ლაშა, PwC საქართველოს დაარსების პირველივე დღიდან, აქტიურად ზრუნავდა ფირმის განვითარებაზე და უდიდესი წვლილი მიუძღვის მის დამოუკიდებელ ბრენდად ჩამოყალიბებაში. წლების განმავლობაში იგი თანამშრომლობდა PwC-ის აუდიტორულ, საკონსულტაციო, საგადასახადო და სამართლებრივი სფეროებში მომუშავე გუნდებთან და მათთან ერთად ქმნიდა მნიშვნელოვან ღირებულებებს სხვადასხვა ინდუსტრიაში მოღვაწე ადგილობრივ თუ საერთაშორისო კომპანიებისათვის.

"ახალი პარტნიორის მიღება PwC-ის პრაქტიკის ზრდისა და განვითარების კიდევ ერთი მტკიცებულებაა. ეს მნიშვნელოვანი ეტაპია ჩვენი ხალხის კარიერაში! PwC-ის პარტნიორები წარმოადგენენ ღირსეულ ხელმძღვანელებს, რომელთა მოწოდება საკუთარი თავის და გუნდის წევრების განვითარებაა. მინდა გულწრფელად მივულოცო ლაშას და PwC საქართველოს", – ოლგა გრიგიერ სიდონს, PwC, აღმასრულებელი დირექტორი, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპა.

ლაშას, სხვადასხვა ინდუსტრიაში მოღვაწე წამყვან ქართულ კომპანიებთან მუშაობის, 15 წლიანი პროფესიული გამოცდილება აქვს. იგი არის სერტიფიცირებულ ნაფიც ბუღალტერთა ასოციაციის დიპლომირებული წევრი (FCCA).

"ლაშა 2005 წლის ივლისიდან ჩართულია PwC საქართველოს ოფისის განვითარების პროცესებში. ეს ნამდვილად ისტორიული მომენტია, რადგან იგი ფრაისვოთერჰაუსკუპერსის პირველი ქართველი პარტნიორია. ვამაყობ ჩემს გუნდთან ერთად და დარწმუნებული ვარ ლაშა ჯანელიძე, როგორც პარტნიორი თავისი ჩვეული პროფესიონალიზმით განაგრძობს PwC-ის შემდგომ ზრდას და განვითარებას საქართველოს ბაზარზე“. – ალტაფ ტაპია, მმართველი პარტნიორი, PwC საქართველო.

"ჩემი კარიერა PwC-ის თბილისის ოფისის გახსნის პირველივე დღიდან დაიწყო აუდიტის დეპარტამანეტის უმცროსი მენეჯერის თანამდებობაზე. განვლილი 12 წელიწადი საშუალებას მაძლევს აღვნიშნო, რომ PwC მართლაც უნიკალური და განსაკუთრებულია. ჩემი წარმატება PwC საქართველოს მთელი გუნდის წარმატებაა. მათი უდიდესი მხარდაჭერა და შრომისმოყვარეობა საფუძვლად უდევს ყველა ჩემს მიღწევას. როგორც პარტნიორს, ყველაზე მეტად მახარებს ის, რომ შესაძლებლობა მექნება სიახლეების დანერგვასთან ერთად ვიზრუნო PwC საქართველოს მომავალი თაობის ლიდერებად აღზრდასა და განვითარებაზე", – ლაშა ჯანელიძე, აუდიტის პარტნიორი, PwC საქართველო.

PwC ყოველთვის ისწრაფის საკუთარ თანამშრომლებს საუკეთესო კარიერული განვითარების შესაძლებლობები შესთავაზოს, მსგავსი დაწინაურებები PwC-ის სტრატეგიის მხოლოდ ერთი ნაწილია – ეს თავისთავად გულისხმობის ისეთი მაღალკვალიფიციური კადრის შენარჩუნებას, რომლებიც მზად არის გაუმკლავდეს ბიზნესის ყველა რთულ გამოწვევას.

Comments
Loading...