Pinterest-ის ღირებულება 10%-ით დაეცა

3

ფოტო ჰოსტინგის პლატფორმა Pinterest  ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე 10,05%-ით გაიაფდა. ამჟამად, კომპანიის თითო აქციის ფასი 52,22 აშშ დოლარს შეადგენს.

კომპანიის ღირებულების ვარდნა იმით არის განპირობებული, რომ PayPal-მა უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ის Pinterest-ის შეძენას აპირებდა.

მანამდე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტექნიკური გიგანტი PayPal სოციალური ქსელი Pinterest-ის შესაძენად მოლაპარაკებებს აწარმოებდა. სოციალური ქსელის შეძენა 40 მილიარდ აშშ დოლარად იგეგმებოდა.

Comments
Loading...