Pfizer-ის მეორე დოზებზე რეგისტრაცია 15 აგვისტოდან დაიწყება

5

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, 15 აგვისტოს Pfizer-ის მეორე დოზებზე რეგისტრაცია დაიწყება. ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს წევრების ბრიფინგზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ვაქცინაციის პროგრამა აქტიურად მიმდინარეობს.

“ეტაპობრივად ემატება მუდმივად ასაცრელი ბრიგადები, როგორც თბილისში, ასევე, რეგიონებში. კარგი იყო ბოლო 3 დღის განმავლობაში მოცვა, საშუალო მაჩვენებელი აღწევს დაახლოებით, 20 ათასს დღის მანძილზე, უკანასკნელი 3-4 დღის მაჩვენებელია საშუალო. ვფიქრობთ, რომ მეტად მოხერხდება ვაქცინაციის პროგრამის გაფართოება. იხსნება კიდევ დიდი სივრცეები და 15 აგვისტოდან მეორე დოზებზეც გაიხსნება რეგისტრაცია, უკვე დაიწყება მეორე დოზებით აცრები Pfizer-ის ვაქცინისთვის და ამ კვირაში დაზუსტდება რეგისტრაციის პირობები”, — განაცხადა მან.

Comments
Loading...