PDVSA-მ, “გაზპრომბანკის” მიერ ანგარიშების გაყინვაზე გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუე უწოდა

33

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ “გაზპრომბანკმა” ვენესუელის სახელმწიფო სანავთობო კომპანია PDVSA-ს საბანკო ანგარიშები გაყინა, სინამდვილეს არ შეეფერება. ამის შესახებ კომპანია თავის ტვიტერზე წერს.

PDVSA-მ გამოაქვეყნა ხუთი შეტყობინება, რომლებსაც წინ უძღოდა მასმედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციების სქრინშოთები, რომლებზეც ასახული იყო “გაზპრომბანკის” მიერ მიღებული გადაწყვეტილება ვენესუელის სახელმწიფო სანავთობო კომპანიის საბანკო ანგარიშების გაყინვის შესახებ. ამ სქრინშოთებს ზემოდან წითლად აქვს წარწერა, რომ ეს ცრუ ახალი ამბებია.

ინფორმაცია იმის შესახებ რომ “გაზპრომბანკმა” PDVSA-ს საბანკო ანგარიშების გაყინვა გადაწყვიტა, 17 თებერვალს გავრცელდა.

აქამდე PDVSA-ს წინააღმდეგ აშშ-მა სანქციები დააწესა. ვაშინგტონმა კომპანიას 7 მილიარდ აშშ დოლართან წვდომა დაუბლოკა. PDVSA-ს შეუძლია გააგრძელოს ნავთობის გაყიდვა, თუმცა თანხა, რომელსაც მას გადაუხდიან, გაყინულ საბანკო ანგარიშზე დაჯდება. როგორც ვაშინგტონი მიიჩნევს, ასეთი ზომების მიღებით, კომპანია აქტივებს შეინარჩუნებს. აშშ-ის სანქციებში აგრეთვე მოყვა PDVSA-ს პრეზიდენტი მანუელ კევედო.

სანქციების გაუქმების პირობად კი, შეერთებული შტატები ხუან გუაიდოსთვის ძალაუფლების დორებით გადაცემასა და საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნას ასახელებს. ხუან გუაიდოს მხარს უჭერს აგრეთვე დიდი ბრიტანეთი, კანადა, ავსტრალია, ლათინური ქვეყნების უმრავლესობა და სხვა, ხოლო ნიკოლას მადუროს ემხრობა რუსეთი, თურქეთი, ჩინეთი და მექსიკა.

Comments
Loading...