OSCE: ბევრი საკითხი გასათვალისწინებელია, ამაში შედის მედიის პოლარიზება და დაშინების ფაქტები

72

„ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა წარმოადგენს ნატო-ს 30 წევრი ქვეყნის პარლამენტს, ნატო-სგან განცალკევებული ორგანოა. ჩემი კოლეგები და მეც, ძალიან მოხარული ვართ, რომ მოგვეცა შესაძლებლობა, მონაწილეობა მიგვეღო ამ მისიაში. ჩვენმა ათმა წევრმა მონაწილეობა მიიღო სადამკვირვებლო მისიაში თბილისსა და მცხეთაში.ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა აკვირდებოდა ყველა საპარლამენტო არჩევნებს, ასევე საპრეზიდენტო არჩევნებს და ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, პანდემიის მიუხედავად, დღეს აქ ვყოფილიყავით. დემოკრატია ჩვენი ალიანსის დამფუძნებელი პრინციპია და ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეისა და მისი წევრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მხარი დაუჭიროს საქართველოს დემოკრატიას.

საქართველომ ასევე ნათლად გამოხატა თავისი მისწრაფება ევროატლანტიკური მიმართულებით და უმაღლესი დემოკრატიული სტანდარტების დაკმაყოფილება არის მოთხოვნა, რათა ამ მიზნის მიმართულებით პროგრესი განხორციელდეს. ეს მართლაც იყო მნიშვნელოვანი არჩევნები საქართველოსთვის, რადგან საქართველო უკვე გადადის მმართველობის საპარლამენტო სისტემაზე.

გუშინ ჩვენ დავაკვირდით კონკურენტულ არჩევნებს, სადაც ფუნდამენტური თავისუფლებები ზოგადად დაცული იყო და პროცედურების უმეტესობა ნამდვილად გათვალისწინებული იყო, თუმცა ეს ნამდვილად არ იყო უნაკლო. ჩვენ განსაკუთრებით აღვნიშნავთ იმ დამაშინებელ ატმოსფეროს, რომელიც შექმნილი იყო ბევრი საარჩევნო უბნის გარეთ, აქტივისტების იქ ყოფნის გამო.

არჩევნები გაიმართა მოწესრიგებულ საარჩევნო ფარგლებში, რაც ბევრჯერ იყო განხილული ინკლუზიური საკონსულტაციო პროცესის მეშვეობით, თუმცა ბევრი საკითხი მაინც განსახორციელებელია, ამაში შედის როგორც მედიის პოლარიზება, ასევე არასაკმარისი საკითხების გათვალისწინება კამპანიის დაფინანსებასთან დაკავშირებით, ასევე, ამომრჩევლებზე ზეწოლა და გამმიჯნავი ხაზის არაარსებობა მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის. ეს საკითხები, რომლებიც ჩვენ აღმოვაჩინეთ, ქმნიდა არათანაბარ სამოქმედი გარემოს და ზეგავლენას ახდენდა საარჩევო პროცესის მიმართ საზოგადოების ნდობაზე“, – განაცხადა ოსმან ასკინ ბაკმა.

მისივე განმარტებით, საბოლოო ჯამში, ამომრჩევლებმა აჩვენეს თავიანთი ნება და ის, რომ მათ აღებული აქვთ ვალდებულება დემოკრატიის მიმართ.

„განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო ეს, როდესაც გუშინ ადამიანები მივიდნენ ხმის მისაცემად, პანდემიის მიუხედავად, თუმცა დასანანია, რომ არჩევნები ვერ გაიმართა საქართველოს ტერიტორიებზე, სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში რუსეთის ოკანონო ოკუპაციის გამო.

დასასრულს, მე მოვუწოდებ საქრთველოს ხელისუფლებას, მომავალი პარლამენტის ჩათვლით, რომ ამ ანგარიშში მოცემული საკითხები გაითვალისწინოს და განიხილოს ინკლუზიურობის სულისკვეთებით.

ასევე, მოვუწოდებ ყველა პოლტიკურ, დაკავშირებულ მხარეს, რომ მათ პასუხისმგებლობით იმოქმედონ შემდგომი დღეების და კვირების განმავლობაში, ასევე კონსტრუცქიულად ჩაერთონ დამატებითი რეფორმების ეფექტურ განხორციელებაში. ამგვარი ძალისხმევა აუცილებელია საქართველოსთვის, რათა მიაღწიოს პროგრესს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ნატოს საპარლამენტო ასამბლეა კი განაგრძობს თავის მხარდაჭერას საქართველოსთვის ამ ძალისხმევის განსახორციელებლად“, – განაცხადა ოსმან ასკინ ბაკმა.

Comments
Loading...