Oracle-ის დამაარსებლები კომპანია Tesla-ს დამოუკიდებელ დირექტორებად დაინიშნენ

30

კომპანია Tesla-მ განაცხადა დამოუკიდებელი დირექტორების დანიშვნის შესახებ, რომლებიც Oracle-ის თანადამაარსებლები ლარი ელისონი და ფარმაცევტული კომპანია Walgreens Boots Alliance-ის ვიცეპრეზიდენტი კეიტლინ უილსონ-ტომსონია. ამის შესახებ შესაბამისს განცხადებას კომპანია ავრცელებს.

გავრცელებული განცხადების მიხედვით, მათი დანიშვნა რამდენიმეთვიანი ძებნის შემდეგ გადაწყდა. კომპანიაში აღნიშნავენ, რომ ელისონი და უილსონ-ტომსონი გამორჩეული ლიდერები არიან.

შეგახსენებთ, რომ ოქტომბერში სასამართლომ მიიღო შეთანხმება, რომელიც კომპანია Tesla-ს გენერალურ დირექტორს ილონ მასკსა და აშშ-ის ფასიანი ქაღალდების კომისიის შორის გაფორმდა, რომლის თანახმადაც, ბიზნესმენმა კომპანიის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობა უნდა დატოვოს და არ დაიკავოს იგი კიდევ მომდევნო სამი წლის განმავლობაში. გარდა ამისა, მასკმა უნდა გადაიხადოს 20 მილიონი აშშ დოლარი, აგრეთვე ამავე მოცულობის ჯარიმა უნდა გადაიხადოს კომპანიამაც. კომპანიამ აგრეთვე უნდა დანიშნოს დირექტორთა საბჭოს დამოუკიდებელი თავმჯდომარე და მისი ორი წევრი. შეთანხმება მას მერე გაფორმდა, რაც მასკმა თავის ტვიტერზე დაწერა, რომ მზად არის, გამოისყიდოს Tesla-ს აქციები, თითო 420 აშშ დოლარად, რის შედეგადაც იგი საჯაროდან კერძო კომპანიად იქცეოდა. მის გამო, SEC-მა მიიჩნია, რომ ამ განცხადებით მასკს ინვესტორები შეცდომაში შეყავდა.

ნოემბრის დასაწყისში კი, კომპანიის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარედ რობინ დენჰოლმი დაინიშნა.

Comments
Loading...