Opel 65 მილიონი ევროთი დაჯარიმდა

5

გერმანულმა ავტომწარმოებელმა Opel-მა, “დიზელის სკანდალთან” დაკავშირებით, 64,8 მილიონი ევროს ოდენობით ჯარიმა გადაიხადა. ამის  შესახებ გამოცემა Deutsche Welle წერს.

გამოცემის ცნობით, ჯარიმა ფრანკფურტის პროკურატურამ დააწესა იმის გამო, რომ ზოგიერთი Opel-ის დიზელის მოდელი გამოყოფს მავნე ნივთიერებების მნიშვნელოვნად უფრო მაღალ კონცენტრაციას, ვიდრე ავტომწარმოებელმა გერმანიის საავტომობილო ტრანსპორტის ფედერალურ ორგანოს (KBA) ოფიციალურად განუცხადა.

გამოძიება, რომელმაც  2018 წელს Opel–ის შტაბ-ბინაში Russelsheim–ში და Kaiserslautern–ის კომპონენტ ქარხანაში მასობრივი ჩხრეკა გამოიწვია, დასრულდა. კომპანია გათავისუფლებულია მავნე გამონაბოლქვის დონის მანიპულირების ეჭვისგან და არ იქნება სასამართლო განხილული იმ პირების მიმართ, რომლებიც სავარაუდოდ არიან პასუხისმგებელი ამ ციფრების არასაკმარის ანგარიშგებაზე, როგორც ეს მოხდა “ფოლკსვაგენის” შემთხვევაში.

გამოცემა აღნიშნავს, რომ Opel-მა დაარღვია KBA–ს დოკუმენტაციის მოთხოვნები დიზელის ძრავის რამდენიმე ტიპის დამტკიცების პროცესში. 2018 წლის ოქტომბერში სატვირთო მანქანების დეპარტამენტმა ბრძანა მსოფლიოში 96 ათასი ოპელის დიზელის ავტომობილის გაყვანა, მათგან დაახლოებით 32 ათასი გერმანიაში.

Comments
Loading...