OPEC-მა 2021 წლის ნავთობის გლობალური მოთხოვნის პროგნოზი შეამცირა

3

OPEC-მა 2021 წლის ნავთობის გლობალური მოთხოვნის პროგნოზი შეამცირა.

განახლებული პროგნოზის თანახმად, ნავთობზე დღიური მოთხოვნა 6 მილიონი ბარელის ნაცვლად 5,8 მილიონი ბარელით გაიზრდება. ნავთობზე გლობალური მოთხოვნა 2021 წელს დღეში საშუალოდ 96.6 მლნ ბარელი იქნება.

2022 წელს, OPEC კვლავ ელოდება მოთხოვნის გაზრდას დღეში 4.2 მილიონი ბარელით.

ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ OECD-ის ქვეყნებში ნავთობისა და ნავთობპროდუქტების კომერციული მარაგები აგვისტოში დაეცა 5 წლიან საშუალოზე ქვემოთ 183 მილიონი ბარელით და 2015-2019 წლების მაჩვენებელზე ქვემოთ 131 მილიონი ბარელით.

აგვისტოს წინასწარი მონაცემები აჩვენებს, რომ ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციაში (OECD)  ნავთობისა და ნავთობპროდუქტების მთლიანი კომერციული მარაგი წინა თვესთან შედარებით 19.5 მილიონი ბარელით შემცირდა.

Comments
Loading...