OPEC-მა, 2015 წლიდან მოყოლებული, ნავთობის ექსპორტის მინიმალურ მაჩვენებელს მიაღწია

38

OPEC-ის წევრი ქვეყნების მხრიდან ნედლი ნავთობის ექსპორტის მოცულობა თებერვლის თვეში მინიმალურ მაჩვენებლამდე დაეცა. ამის შესახებ Financial Times წერს.

კომპანია Kpler-ის მონაცემებით, რომელიც თვალს ადევნებს ხომალდების გადაადგილებას, საუდის არაბეთის მიერ ნავთობის მოპოვების შემცირებამ და ვენესუელაში და ირანში, აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების გამო, ასევე ნავთობის მოპოვების შემცირებას, ექსპორტის მოცულობის შემცირება გამოიწვია. თებერვლის პირველ ნახევარში, ექსპორტის მოცულობამ დღეში 23,5 მილიონი ბარელი შეადგინა.

თუმცა, გამოცემა არ გამორიცხავს, რომ თებერვლის მეორე ნახევარში, მოცულობა შესაძლოა კვლავ გაიზარდოს. თუმცა, მათი მოცულობა ჯერ კიდევ 2 მილიონ ბარელზეა, რაც დეკემბრისთვის მაჩვენებელსაც კი ჩამოუვარდება.

თებერვალში საუდის არაბეთმა, დღეში ნავთობის მიწოდების 6,9 მილიონ ბარელიან ნიშნულს მიაღწია დღეში, რაც 2017 წლის აგვისტოდან მოყოლებული, ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

ნავთობის მოპოვების შემცირება 2019 წლის დასაწყისიდან უზრუნველყოფს ნავთობის ფასების შენარჩუნებას. ამ მომენტისათვის, Brent-ის მარკის ნავთობის ფასი ბარელზე 66 აშშ დოლარია.

Comments
Loading...