Nissan-მა, კომპანიის ყოფილი ხელმძღვანელის მიერ 7,8 მილიონი ევროს უკანონოდ მითვისების შესახებ განაცხადა

31

კარლოს გონმა, ავტოკონცერნ Nissan-ის ყოფილმა ხელმძღვანელმა საწარმო Nissan-Mitsubishi BV-სგან უკანონოდ მიიღო 7,8 მილიონი ევროს ოდენობის ხელფასი. ამის შესახებ კომპანიის მიერ გავრცელებულ პრესრელიზშია აღნიშნული.

გამოძიების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მიუხედავად კორპორატიული ნორმებისა, რომლის მიხედვითაც ნებისმიერი სახის ანაზღაურება უნდა შეთანხმდეს ჯერ Nissan-Mitsubishi BV-ის ტოპ-მენეჯმენტთან, გონმა კი პირადი სამუშაო ხელშეკრულება გააფორმა Nissan-Mitsubishi BV-თან.

უკანონო თანხების მიღების ძებნა, კარლოს გონმა და კომპანიის ყოფილმა უფლებამოსილმა დირექტორმა გრეგ კელიმ ჯერ კიდევ 2016 წელს დაიწყო, როდესაც Nissan-Mitsubishi BV ჯერ ფაქტობრივად შექმნილი არც იყო.

2018 წლის დეკემბერში კარლოს გონს ბრალი დასდეს ფინანსური კანონმდებლობის დარღვევაში. თავდაპირველად პრეტენზია შემოსავლების დამალვას ეხებოდა. შემდეგ კი გონი იმაში დაადანაშაულეს, რომ საკუთარი პირადი ხარჯი, რომელიც 16 მილიონი აშშ დოლარი იყო, კომპანიის სახელზე გადაწერა. 11 იანვარს, ტოკიოს პროკურატურამ Nissan-ის ყოფილი ხელმძღვანელის წინააღმდეგ ახალი ბრალდებები წარადგინა და ბრალი დასდო კომპანიისთვის ფინანსური ზიანის მიყენებაში 2015-დან 2017 წლამდე პერიოდის განმავლობაში.

Comments
Loading...