Nintendo-ს სათამაშო კონსოლების შემქმნელი გარდაიცვალა

11

79 წლის ასაკში სათამაშო კონსოლების მწარმოებელი იაპონური კომპანია Nintendo-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი მასაიუკი უემურა, გარდაიცვალა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო NHK იუწყება.

გამოცემის ცნობით, უემურა ორშაბათს, 6 დეკემბერს გარდაიცვალა, თუმცა ამის შესახებ ცნობილი მხოლოდ ახლა გახდა. მისი გარდაცვალების მიზეზები არ სახელდება.

მასაიუკი უემურა ტოკიოში მეორე მსოფლიო ომის დროს დაიბადა, მაგრამ მუდმივი დაბომბვის გამო მისი ოჯახი საცხოვრებლად კიოტოში გადავიდა, სადაც მოგვიანებით Ritsumeikan University დაამთავრა.

უემურა  Nintendo-ს 1971 წელს შეუერთდა. მას ეკუთვნის 8-ბიტიანი Nintendo Entertainment System (NES) და 16-bit Super Nintendo Entertainment System (SNES). დიდი ხნის განმავლობაში, უემურა  Nintendo Research & Development 2 (R & D2) კვლევისა და განვითარების განყოფილებას ხელმძღვანელობდა.

ინჟინერმა  Nintendo 2004 წელს დატოვა და  კომპანიის კონსულტანტის სტატუსი შეინარჩუნა.

Comments
Loading...