17 ნოემბერს, 19:00 სთ-ზე, სასტუმრო სტამბის The Dome-ში საქართველოს ფერმერთა ასოციაციისა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთობლივი ინიციატივით, „ფერმერის დღე“ გაიმართა. ღონისძიების გენერალური პარტნიორი საქართველოს ბანკია.

ღონისძიებაზე ცხრა წარმატებული ფერმერი დაჯილდოვდა. ამ დღისთვის დამატებით დაწესდა ორი სპეციალური პრიზი. სულ ნომინირებული იყო 25 ბიზნესი და გამარჯვებულია 9.

ნომინაციები კი ასე გამოიყურებოდა:

წლის ფერმერი - რევაზ ბერიძე, რძის გადამუშავება, ყველის დამზადება, სამცხე-ჯავახეთი.ექსპორტზე ორიენტირებული ფერმერი - ირაკლი ხუტურიძე, გუდის ყველის წარმოება,კახეთი.წლის აგროტურისტული ობიექტი - მარიანა ბალასანიანი, აოჯახო სასტუმრო, სამცხე-ჯავახეთი.კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) მქონე აგრობიზნესი - ბესარიონ ჯანგირაშვილი, ჩირის წარმოება,მცხეთა-მთიანეთი.წლის განათლებაზე ორიენტირებული ფერმერი- ზურაბ სადათერაშვილი, ლოკოკინების ფერმა,მეკარტოფილეობა, მებოსტნეობა, სამცხე-ჯავახეთი.ფერმერი საოკუპაციო ხაზთან - ზუკა მახარაშვილი, სასათბურე მეურნეობა, შიდა ქართლი. წლის აგრიტექ პროექტი - ზვიად მირიანაშვილი, ლურჯი მოცვის წარმოება, გურია.წლის ქალი ფერმერი - ნათია ღურწკაია, მებოსტნეობა, მეცხოველეობა, მერძევეობა, სამეგრელო-ზემო სვანეთი. ნანა ჯანაშიას სახელობის ნომინაცია - გარემოს დაცვაზე ორიენტირებული ფერმერი - გიორგი ხითარიშვილი, მემცენარეობა, სამცხე-ჯავახეთი.

ღონისძების ოფიციალურ ნაწილს, 200-ზე მეტი სტუმარი მთავრობის, საკანონმდებლო ორგანოს, დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო, დონორი ორგანიზაციების, სექტორული ასოციაციიებისა და სხვადასხვა სექტორის წარმომადგენელი ფერმერები ესწრებოდნენ.

„მოხარული ვართ, რომ კვლავ მოგვეცა შესაძლებლობა, მხარი დაგვეჭირა ფერმერთა დღის აღნიშვნისთვის. ეს უკვე ტრადიციად გვექცა. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ბიზნესის მხარდაჭერა, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესის და თანაც აგრომიმართულებით. ფერმერები არიან ადამიანები, რომლებიც დაუღალავად, ყოველდღიურ რეჟიმში ავითარებენ სოფლის მეურნეობას, ქმნიან დოვლათს და ახალისებენ ეკონომიკის განვითარებას და ძალიან მნიშვნელოვანია მათი ამ შორმის დაფასება. მინდა მივულოცო თვითოეულ მათგანს დამსახურებული ჯილდო“, – განაცხადა არჩილ გაჩეჩილაძემ,საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა.

ინფორმაციისთვის, საქართველოში ფერმერთა დღე 2015 წლიდან აღინიშნება, რომლის მიზანია, ფერმერთა შრომის და წვლილის დაფასება სოფლის მეურნეობის სექტორის ზრდისა და მდგრადობის ხელშეწყობაში.

ფერმერის დღის გენერალური მხარდამჭერია საქართველოს ბანკი, სპონსორები: ველი სთორი, ალდაგი, სანტე, თელიანი ველი, Soplidan.ge და სხვა.