საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თანამდებობას  დაიკავებს. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მარიამ ქვრივიშვილი არის მმართველი პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრი, 2019-2020 წლებში იყო ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, 2021 წლის 24 მაისიდან კი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

შეგახსენებთ, ლევან დავითაშვილმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თანამდებობა დატოვა.