აშშ უკრაინას 300 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს საჰაერო თავდაცვის სისტემებს, საბრძოლო მასალებსა და სხვა თავდაცვით აღჭურვილობას.

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, აშშ-მა უკრაინას 37.6 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება გამოუყო.