Apple-მა უკვე ოფიციალურად წარადგინა iOS 17, რომლის ფოკუსი 4 საკითხის ირგვლივ ტრიალებს - კომუნიკაცია, გაზიარება, ჭკვიანი ფუნქციები და ახალი გამოცდილებები.

iPhone:

შეიძენს პერსონალიზებულ კონტაქტების პოსტებს, რომელთა დაყენებაც სხვების ნომრებზე თავადვე შეგეძლებათ, რათა მათთან დარეკვისას ნახოთ. კონკრეტული ფუნქცია ხელმისაწვდომი იქნება კონტაქტების აპლიკაციასა და Lock Screen-ზე.პასუხამდე Live Voicemail-ს ხმოვანი ტექსტის ტრანსკრიფციით მიიღებთFaceTime-ის ხმოვან შეტყობინებას კი სწრაფი ვიდეოს ჩაწერის საშუალებით

შეტყობინებები:

ძიებისას ზუსტი შედეგებისთვის უფრო კონკრეტულ ტერმინებს შემოგთავაზებენპასუხის გასაცემად ნებისმიერ ადგილზე შეგიძლიათ შეეხოთაუდიო შეტყობინებების ტრანსკრიფციას გთავაზობთლოკაციის გაზიარებას უკვე საუბრისას შეძლებთCheck In ახალი ფუნქციაა, რომელიც ოჯახს შეატყობინებს, რომ უსაფრთხოდ მიხვედით. იგი ავტომატურად ამჩნევს, როცა არ მოძრაობთ ან არ პასუხობთ და განახლებებს თქვენს ოჯახს უზიარებსiMessage-ის აპლიკაციები ახალი + ღილაკის ქვეშ მოთავსდებაყველა ემოჯი ახლა სტიკერი გახდებაფონის წაშლის ფუნქცია საგნებს სტიკერებად გადააქცევს

AirDrop:

NameDrop ტელეფონის ნომრისა და ელ.ფოსტის გასაზიარებლად ახლომდებარე iPhone-ებში ახალ გზას გთავაზობთხანგრძლივი მედია ტრანსფერების განხორციელება კვლავ ინტერნეტის საშუალებით შეიძლებაSharePlay API AirDrop-ის ინტეგრაციას გვთავაზობს

Autocorrect:

კლავიატურა უკვე ტრანსფორმერ ენის მოდელს იყენებს, რათა პროგნოზები გააუმჯობესოსუკვე შეუძლია გაიგოს, რას გულისხმობთ რეალურად “ducking” … ffff-შიპროგნოზები პერსონალიზებული იქნება თქვენი სიტყვებისა და გამოყენების მიხედვითკარნახის ფუნქცია განახლებულია

Journal:

იყენებს მოწყობილობის მანქანურ სწავლებას, რათა შექმნას პერსონალიზებული შეთავაზებები ჩანაწერებისთვის — გთავაზობთ API-ის სხვა აპლიკაციებისთვისმოიცავს ფოტოებს, ვარჯიშებსა და ინტერაქციებსჩანაწერების მნიშვნელოვნად მონიშვნა შესაძლებელი გახდებაშეთავაზებები წერის შთაგონებას მოგცემთJournal შეგიძლიათ დაბლოკოთ და მეტად კონფიდენციალური გახადოთ

Standby:

მთლიანი ეკრანის ახალი გამოცდილება, რომელიც აჩვენებს ინფორმაციებს ლანდშაფტის ფორმატშიპერსონალიზებულად გაჩვენებთ ისეთ მონაცემებს, როგორებიცაა საათები, ფოტოები, ამინდი თუ მესამე მხარის ვიჯეტებიმხარს უჭერს Live აქტივობებსSiri მუშაობს სპეციალური ე. წ. ლანდშაფტის მომხმარებლის ინტერფეისითApple Watch Ultra-ს მსგავსად, წითელი ტონი ღამით საათის საჩვენებლად გამოიყენება

სხვა:

Siri აღარ მოგთხოვთ მისალმებას (Hey) ხმის აქტივაციისთვისწვდომას მიიღებთ Live სტიკერებსა და Offline რუკებზე

Apple-ის განცხადებით, iOS 17 ჯერ დეველოპერების ბეტა ვერსიაში იქნება ხელმისაწვდომი, ხოლო საჯარო ბეტა ვერსია ზაფხულისთვის ჩაეშვება. რაც შეეხება iPhone-ის მომხმარებლებს, ისინი წვდომას შემოდგომისთვის მიიღებენ.