2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი განახლებული სახით პარლამენტს დღეს დაუბრუნდება. 

გაზრდილი ბიუჯეტის დაფინანსების ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება სოციალური პროექტებია.

მაგალითად, სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება 50 ლარის ნაცვლად, 200 ლარი გახდება. ორმაგდება კერძო სექტორში დასაქმებულთათვის დეკრეტული შვებულება და ის 1000 ლარის ნაცვლად, 2000 ლარი გახდება. 2023 წლიდან კი სკოლის მასწავლებლები დეკრეტული შვებულების დროს სრულ ხელფასს მიიღებენ.

ასევე, მომდევნო წელს მასშტაბური, დევნილების ბინების მშენებლობის პროექტი განხორციელდება. საცხოვრებელი ფართები 7 ათასი ოჯახისთვისაა გათვალისწინებული.