Netflix-ს უკვე 214 მილიონი გამომწერი ჰყავს

3

Netflix-მა მესამე კვარტლის ფინანსური შედეგები გამოაქვეყნა. Squid Game-ისა და სხვა ორიგინალური პროექტების წარმატების წყალობით, ბოლო სამ თვეში კომპანიას 4.4 მილიონი გამომწერი შეემატა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო CNBC წერს.

ჯამში, Netflix-ს მსოფლიოს მასშტაბით 214 მილიონი ფასიანი გამომწერი ჰყავს.

ამავდროულად, კომპანიის შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 16%-ით გაიზარდა, 7.5 მილიარდ დოლარამდე, ხოლო მოგებამ $ 1.4 მლრდ შეადგინა.

Squid Games-ის გარდა, Netflix-ის წარმატებულ პროექტებს შორის ასევე იყო “ქაღალდის სახლი”, რომელსაც 69 მილიონმა მომხმარებელმა უყურა და “სექსუალური განათლება”, რომელიც 55 მილიონმა ადამიანამ ნახა.

მეოთხე კვარტლისათვის Netflix-ს კიდევ უფრო ამბიციური მიზნები აქვს – ის გეგმავს აბონენტთა რაოდენობის გაზრდას 8.5 მილიონით.

Comments
Loading...