Netflix-ი მსახიობებისთვის და გადამღები ჯგუფისთვის სავალდებულო ვაქცინაციას აწესებს

6

ამერიკული კომპანია Netflix აწესებს სავალდებულო ვაქცინაციას , რომლებიც სტუდიურ პროექტებში მონაწილეობენ. ვაქცინაცია ასევე მოეთხოვება ადამიანებს, ვინც მათთან გადასაღებ მოედნებზე კონტაქტობს. ინფორმაციას გამოცემა BBC ავრცელებს.

Netflix პირველი სტუდიაა ჰოლივუდში, რომელმაც კორონავირუსის გავრცელებასთან ბრძოლის კუთხით ასეთი ზომა დააწესა.

ამასთან, გამოცემა წერს, რომ Netflix არ მოსთხოვს ვაქცინაციას მათ, ვინც აცრას სამედიცინო, რელიგიური ან ასაკობრივი მიზეზებით ვერ იკეთებს.

Comments
Loading...