Netflix-ის აქციების ფასი 11,8%-ით დაეცა

3

20 აპრილს Netflix-ის აქციების ღირებულება აშშ-ს სავაჭრო ბირჟაზე 11,8%-ით დაეცა. NASDAQ-ის მონაცემების თანახმად, კოტირება 549,57-დან 485 აშშ დოლარამდე შემცირდა. ბოლოს კომპანიის აქციების ამ დონეზე ვაჭრობა 2020 წლის ნოემბერში დაფიქსირდა.

სერვისის აქციების ღირებულებამ კლება 2021 წლის პირველი კვარტლის ანგარიშების გამოქვეყნების შემდეგ დაიწყო. Netflix-მა განაცხადა, რომ ფასიანი აბონენტების ზრდა 3.98 მილიონი დოლარით განისაზღვრა. FactSet-ის მიერ გამოკითხული ანალიტიკოსები 6,2 მილიონი დოლარის ზრდას ელოდებოდნენ, იტყობინება CNBC.

2020 წლის პირველ კვარტალში, 15,77 მილიონი ახალი მომხმარებელი დარეგისტრირდა Netflix-ის სტრიმინგ სერვისში. შთამბეჭდავი ზრდა გამოწვეულია იმით, რომ კარანტინში მყოფმა მოსახლეობამ უფრო ხშირად დაიწყო სერვისით სარგებლობა. ამავდროულად, პანდემიის გამო, Netflix-ი იძულებული გახდა, გადაედო ზოგიერთი სერიალისა და ფილმის ჩვენება. ამან შეაფერხა ფასიანი აბონენტების ზრდა 2021 წლის პირველ კვარტალში, წერს კომპანია წერილში.

კომპანია ელოდება, რომ მისი აქციების ღირებულება კვლავ გაიზრდება წლის მეორე ნახევარში, რადგან Netflix-ი იწყებს წარმატებული პროექტების ახალი ეპიზოდების ჩვენებას, როგორიცაა Witcher და You. კომპანია 2021 წელს 17 მილიარდ დოლარს დახარჯავს ფილმების და სერიალების გადაღებაზე. მეორე კვარტალში Netflix-ის მენეჯმენტი 1 მილიონი ახალი მომხმარებლის მიღებას გეგმავს.

Comments
Loading...