Nestle-მ Starbucks-ის პროდუქციის გაყიდვის უფლება მოიპოვა

53

კომპანია Nestle-მ შეთანხმება დახურა და ყავების ქსელ Starbucks-ის პროდუქციის გაყიდვის უფლება მსოფლიოს სხვადასხვა წერტილებში მოიპოვა. ამის შესახებ ოფიციალურ განცხადებას თვითონ კომპანია ავრცელებს.

კომპანიებმა შეთანხმებას მიმდინარე წლის მაისში მიაღწიეს. ღირებულება 7,15 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. კომპანია Nestle-ს გენერალური დირექტორის მარკ შნაიდერის თქმით, კომპანია Starbucks-თან, Nescafe-სთან და Nespresso-სთან ერთად, მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ყავების ბრენდებს ერთი ქსელის ქვეშ გააერთიანებს.

Starbucks-ის პრეზიდენტმა და გენერალურმა დირექტორმა კევინ ჯონსონმა შეთანხმებას, ყავების ქსელის ზრდისთვის, მნიშვნელოვანი სტრატეგიული ნაბიჯი უწოდა. ახლა უკვე Nestle-ს შეუძლია გაყიდოს ისეთი ბრენდების პროდუქცია, როგორებიც არის Starbucks, Seattle's Best Coffee და Teavana TM/MC.

Comments
Loading...