NDI: 31% მიიჩნევს, რომ მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს “ქართული ოცნება” დგას, 5% “ნაციონალურ მოძრაობას”, 25% – არც ერთ პარტიას

10

NDI კვლევის თანახმად, პარტიების მხარდაჭერის ნაწილში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი მმართველ პარტიას აქვს.

გამოკითხულთა 31% ამბობს, რომ მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს „ქართული ოცნება“ დგას. კითხვაზე – რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, გამოკითხულთა 25%-მა განაცხადა, რომ არც ერთი. პასუხზე უარი თქვა 24% -მა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დაასახელა 5% – მა. არ იცის – 5%-მა.

კვლევის მიხედვით, სხვა პარტიებს ასახელებს გამოკითხულთა 9%. კვლევის მიხედვით, სხვა პარტიებში შედიან „პატრიოტთა ალიანსი“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „გირჩი“, „ევროპული საქართველო“, „ლელო“ და „ლეიბორისტული პარტია“.

NDI ინფორმაციით, კვლევა 2020 წლის 17-24 დეკემბრის პერიოდში საქართველოს მასშტაბით, 2 053 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარია ±1.1 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.

Comments
Loading...