NDI-ის კვლევით საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს უჭერს გამოკითხულთა 80%, ნატო-ს წევრობას 74%

5

NDI-ის კვლევის მიხედვით, მაღლი მაჩვენებელი აქვს საქართველოში ევროკავშირისა და ნატო-ს მხარდაჭერას.

კითხვაზე, მისაღებია თუ არა საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი, საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, 2020 წლის ივნისთან შედარებით, ოთხი პროცენტით, 76-დან 80 %- მდე გაიზარდა იმ რესპონდენტთა რიცხვი, რომელთათვისაც მისაღებია ქვეყნის გაცხადებული მიზანი, ევროკავშირის წევრობა. ევროკავშირის წევრობის სურვილი მიუღებელია – 12% -თვის, არ იცის – 8 %მა.

2020 წლის ივნისთან შედარებით, 69 -იდან 74%- მდეა გაზრდილი ნატო-ში გაწევრიანების მომხრეთა რაოდენობა. შეკითხვაზე, მისაღებია თუ არა საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი, საქართველო გახდეს ნატო-ს წევრი, მოსაზრება მისაღებია 74%- სთვის, მიუღებელია 16% -სთვის, არ იცის ცხრა პროცენტმა.

NDI -ის ინფორმაციით, კვლევა 2020 წლის 17-24 დეკემბრის პერიოდში საქართველოს მასშტაბით, 2 053 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარია ±1.1 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.

Comments
Loading...