National Geographic Traveler საქართველოს შესახებ წერს

54

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სამოგზაურო ჟურნალი National Geographic Traveler-ის ჟურნალისტი დევიდ ფარლი მკითხველს საქართველოში მოგზაურობის შთაბეჭდილებებს უზიარებს.

“სტუმარი სუფრასთან” ამ სათაურით გამოქვეყნებულ სტატიაში ჟურნალისტი ქართულ კერძებს და ქართული სუფრის ტრადიციებს აღწერს.

“ქართველების მსგავსად სუფრასთან ვერავინ გაგიმასპინძლდებათ. საქართველოს მთიან რეგიონში, რაჭაში, მეგობრები, ოჯახის წევრები სუფრასთან იკრიბებიან, ეს არის ხანგრძლივი, სიცოცხლით სავსე, ალკოჰოლით გაჯერებული შეხვედრა კერძებით დამძიმებულ მაგიდასთან, სადაც ღვინოს თავისუფლად ასხავენ და თამადას ყველა ემორჩილება.” – წერს დევიდ ფარლი.

“სოფელ ხიმშში მოხვედრა არც ისე იოლია, სანამ რაჭაში ჩავალთ, მანამადე საქართველოს უძველესი დედაქალაქი მცხეთა უნდა გავიაროთ, რომელსაც მე-6 საუკუნის ჯვრის მონასტერი გადაჰყურებს. ამის შემდეგ გორს გავივლით იოსებ სტალინის მშობლიურ ქალაქს, შემდეგ მოდის სურამი, სადაც უძველესი ებრაული დასახლება იყო. სურამში ადგილობრივები ტკბილ ნაზუქებს აცხობენ და გზაზე გასაყიდად გამოაქვთ. რიკოთის გვირაბის შემდეგ მაღაროელთა ქალაქი ტყიბული გავიარეთ, შემდეგ შაორის წყალსაცავი. 4 საათიანი მგზავრობის შემდეგ მდინარე რიონის ხიდს მივაღწიეთ”.

სტატიის ავტორი დეტალურად აღწერს რაჭის სოფლებს, ოჯახებს, სტუმართმასპინმძლობას, ქართულ ცეკვას, კერძებს, რაჭულ ლორს, შქმერულს სხვადასხვა სახის ხაჭაპურს და ა.შ.

National Geographic Traveler-ს ჟურნალისტმა დევიდ ფარლმა საქართველოში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრესტურის ფარგლებში იმოგზაურა.

Comments
Loading...