Microsoft-ი რუსეთს, აშშ-ის კონგრესის მომავალ არჩევნებში ჩარევის მცდელობაში სდებს ბრალს

58

კომპანია Microsoft აცხადებს, რომ დააფიქსირა ახალი მცდელობები, რაც რუს ჰაკერებს უკავშირდება, რომლებიც აშშ-ის კონგრესის არჩევნებში ჩარევას ცდილობენ. არჩევნები ნოემბერში უნდა ჩატარდეს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, გასულ კვირას Microsoft Digital Crimes Unit-ის განყოფილებამ (DCU), ექვსი ინტერნეტ-დომენის კონტროლის გადაცემის შესახებ სასამართლო ბრძანებულება შეასრულა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ დომენები დამზადებულია გუნდის მიერ, რომელიც ახლო კავშირში იმყოფება რუსეთის ხელისუფლებასთან. ისინი ქმნიდნენ ვებ-გვერდებსა და URL-მისამართებს.

კიბერკრიმინალების მიერ შექმნილი დომენებიდან ზოგიერთი საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ვებ-გვერდის იმიტირებას ახდენდა. ზოგიერთი კი ისე იყო შექმნილი და დაწერილი, გეგონებოდა, რომ შტატების სენატის საიტი იყო.

კორპორაცია აგრეთვე აცხადებს, რომ არ აქვს იმის მტკიცებულებები, რომ სწორედ ამ დომენების მეშვეობით ხორციელდებოდა კიბერთავდასხმები და არც იმისა, რომ აღნიშნული დომენების მიზანს სწორედ კიბერგატეხვები წარმოადგენდა.

Microsoft-ის პრეზიდენტი ბრედ სმიტი აცხადებს, რომ ეს აქტივობები დემოკრატიის გახლეჩაზე იქნება ფოკუსირებული. იგი აგრეთვე აღნიშნავს, რომ "ჩვენ ეჭვიც კი არ გვეპარება იმაში, თუ ვინ არის პასუხისმგებელი".

რუსული მხარე კი თავის მხრივ, ჰაკერული თავდასხმების განხორციელებას, მათ შორის ისეთი კიბერთავდასხმების, რომლებიც აშშ-ის ვერსიით, მიზნად ქვეყნის არჩევნებში ჩარევას გულისხმობს, უარყოფს.

Comments
Loading...