Microsoft-ის საბაზრო ღირებულება 2 ტრილიონ დოლარს აღემატება

5

Microsoft-ის საბაზრო ღირებულება 2 ტრილიონ დოლარს აღემატება. ამის შესახებ CNN წერს.

ტექნოლოგიური გიგანტი კომპანია Apple-ის შემდეგ მეორეა, რომელმაც მსგავს ნიშნულს მიაღწია. მესამე ადგილს ნავთობკომპანია Saudi Aramco იკავებს $ 1,88 ტრილიონის ღირებულებით.

საგულისხმოა, რომ Microsoft-მა 2 ტრილიონ დოლარს საბაზრო ზღვარის ($1 ტრილიონი) გადალახვიდან ზუსტად ორი წლის შემდეგ მიაღწია.

კომპანიაში აცხადებენ, რომ ამაში დიდი წვლილი COVID 19-მა შეიტანა, რადგან პანდემიის დროს ადამიანები კომპიუტერებთან უფრო მეტ დროს ატარებდნენ, რამაც Microsoft-ის კომპიუტერებზე, პროგრამებსა და სათამაშო სისტემებზე მოთხოვნა გაზარდა.

Comments
Loading...